მეგობრებო, არ დანებდეთ. ჩვენ ვართ თქვენთან ერთად – როთი

“არ დანებდეთ, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ” – მიმართა მიხაელ როთიმ ქართულ საზოგადოებას.
ამასთან, გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელი “ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირის რვა ქვეყნის დელეგაციის საქართველოში ვიზიტისთვის დემარშის გამოცხადებას გამოეხმაურა – “ჩვენი ჩამოსვლით მმართველი პარტია გახარებული არ არის, გვაკრიტიკებენ და ამბობენ, რომ თითქოს, ქვეყნის შიდა საქმეებში ვერევით“.
ძვირფასო ქართველებო, ჩვენ ვართ ძალიან მადლიერი, რომ მოგვეცა შანსი, დავბრუნებულიყავით საქართველოში. ქვეყანაში, რომელიც სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. გასაგებია, რომ ჩვენი ჩამოსვლით მმართველი პარტია და მთავრობა არ არის გახარებული, მაგრამ ჩვენ ჩამოვედით ქვეყანაში, რომელიც არის ევროპის ნაწილი და უნდა იყოს დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ ისინი გვაკრიტიკებენ, რომ თითქოს, ვერევით ქვეყნის შიდა საქმეებში. შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, ძალიან მამაც ქალბატონს, რომელიც იბრძვის თქვენთან ერთად ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის. ძალიან დიდი პატივია, რომ შეგხვდეთ თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ამაყი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან ევროპული ღირებულებებისთვის და წართმეული ს დაბრუნებისთვის. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ამ ქვეყანას სურს, გახდეს დიდი გაერთიანების წევრი. სწორედ ამიტომ ვართ აქ ჩვენ დღეს. იმიტომ ვართ, რომ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და გითხრათ მადლობა თქვენი სიძლიერისთვის, ბრძოლისთვის. მეგობრებო, არ დანებდეთ. ჩვენ ვართ თქვენთან ერთად. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ სოლიდარობას თქვენდამი”(ტვ პირველი)