“მეგი დაიჭირეს სიმართლის დაწერისთვის. ქოცები არიან რუსული მენტალობის არსებები” – საბა სხვიტარიძე

სოლიდარობა მეგი დიასამიძეს, თავისუფლებას და გამძლეობას ვუსურვებ. მეგი დაიჭირეს სიმართლის დაწერისთვის. ქოცები არიან რუსული მენტალობის არსებები, ხოლო რუსებს ესმით ძალის ენა. ამის ნათელი მაგალითია, როცა ოფისიდან გამოვარდნენ და ქალები სცემეს. მეორე დღეს ბევრი ხალხი რომ მივიდა მათ ოფისთან, ვირთხებივით გამოიკეტნენ. ბევრნი უნდა ვიყოთ აქციაზე — 13 სექტემბერსაც, 4 ოქტომბერსაც და ყოველთვის. დროა თითოეულმა მოქალაქემ აიღოს პირადი პასუხისმგებლობა. ხშირად ისმის კითხვა, თუ როდის დასრულდება ქოცობა — 4-ში თუ 5-ში. ამ კითხვას პასუხს ვერავინ გასცემს. ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იტყვის, როდის დასრულდება მოღალატეობრივი რეჟიმი. ეს ხალხის გადასაწყვეტია — შენი გადასაწყვეტია, თუ როდემდე აიტან ღალატს, ხალხის ჩაგვრას და ძალადობას. დაგჩაგრავენ იქამდე, სადამდეც გაუვათ — ესეც რუსის ხასიათია. მაგრამ როგორც კი ძალას იგრძნობენ, ცუციკებივით დაიმალებიან. ეს პროცესი ვეღარ იქნება გრძელვადიანი, ამიტომ დროა ყველაფერი გადავდოთ, ცოტახნით მოვიხსნათ ჩაგრულის მანტია და დავანახოთ ხალხის ძალა — ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი. რაც უფრო შორს გადავდებთ ამ პროცესს, მით უფრო ძვირის გადახდა მოგვიწევს. დაიმახსოვრეთ, რომ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ხალხის ნების გარეშე არაფერი გამოვა. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, დაიცვას საკუთარი სახელმწიფო. გამოდით 13 სექტემბერს!
გამოდით 4 ოქტომბერს!
გამოდით იქამდე, სანამ მოღალატე, მჩაგვრელი რეჟიმი არ წავა სახლში!