მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..

ნაცმოძრაობის წევრი, ყოფილი დეპუტატი, მეგი გოცირიძე:
,,გიგი წერეთელი იყო ფავლენასთან პოდკასტში და ბევრი მსგავსიდან, ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რანდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო, მე ტექნიკური მხარე დამავალა,
ოქრიაშვილმა მიძრავი ლაბორატორია ჩამოიტანა, ნევროლოგი გოგიტა გეგელაშვილი, მე და გიგი წერეთელი, გიგის მანქანით მივდიოდით სოფლის ბოლოში სასწრაფო და საიდუმლო შეხვედრაზე, რა დროსაც ისეთი სროლა ატყდა, ფილმებში მქონდა მხოლოდ ნანახი და აღარ გაჩერდა… მანქანა სადაც დაამუხრუჭა მძღოლმა, იქვე ვიდექით გაუნძრევლად და თავზე ხელებ წაფარებულები, ამ დროს რეკავს ქუთაისელი გოგიტა გეგელაშვილის მობილური, რომელსაც ბევრნი იცნობთ და ვინც იცნობთ კი იცით რა უბედურის ერთი ენა აქვს, ზარს პასუხობს:” სად ხარ გოგიტა ექიმო, რა ხმაურია”-ო ეკითხება პაციენტი, ერედვში ვარო-გოგიტამ და უი, გოგიტა ექიმო, მანდედან ხიდისთავში შეიარეთ, ჩემი ძმაკაცი დაგირეკავთ, მისამართს გეტყვით , მიდით და იმდენ “” თავკვერს”( ღვინო) გამოგატანთ, რამდენსაც მოერევით, ჩამოიტანთო და გოგიტა პასუხობს:” რაის თავკვერი შე კაცო, აქედან თავ-ყვ^რი ჩამომატანია მთელი და წვეთს არ დავლელ სიცოცხლეში “-ო”.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა დოლიძე: ციხიდან გამოტანილი მაცივრის შეხედვისას უნდა გაგვახსენდეს ერთი რამ: დაახლ. 700 ათას ადამიანი საქართველოში იღებს სოციალურ შემწეობას, 128 ათასი ოჯახი. ეს ის სახლია ვისაც სახლში ხშირად არ აქვს მაცივარი!