მეგი გოგიტიძე: შვილებთან ერთად, დედათა მონასტერში ვიყავი, სადაც დასვენებულია წმ.მატრონას უხრწნელი წმინდა ნაწილები

თბილისში შექმნილი აჟიოტაჟის შემდეგ, რუსეთში მოღვაწე მომღერალი მეგი გოგიტიძე პაკროვსკის დედათა მონასტერში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს, სადაც შვილებთან ერთად, წმინდანის, მატრონას უხრწნელი წმინდა ნაწილები მოილოცა.

„დღეს (11.01.24) ჩემს შვილებთან ერთად ვიყავი პაკროვსკის დედათა მონასტერში, სადაც დასვენებულია ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წმინდანის, წმინდა მატრონას უხრწნელი წმინდა ნაწილები. ასევე, მონასტრის ეზოში დაბრძანებულია მისი ხატი, რომელიც სასწაულმოქმედია. დიდება უფალს… მე მჯერა, რომ ყოველი ცუდი გადაივლის… არ დაგვავიწყდეს არავის, რომ უფალი ყველაზე დიდია და მას ვერ აღუდგება ვერავინ… ვერავითარი სულიერი და უსულო… უფალი ამბობს: „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერა ერეოდეს მას.
“ – წერს მეგი გოგიტიძე.