მეგი გოგიტიძე, ქობულეთის მერიის საახალწლო კონცერტზე იმღერებს

მეგი გოგიტიძე, ქობულეთის მერიის საახალწლო კონცერტზე იმღერებს
ქობულეთში, 30 დეკემბერს, საახალწლო კონცერტზე მეგი გოგიტიძე იმღერებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა AJARATIMES.GE ქობულეთის მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, საჯარო ინფორმაციაში არაა დაკონკრეტებული, რა კრიტერიუმით შეარჩიეს ოკუპანტ ქვეყანაში მოღვაწე მომღერალი. ქობულეთის მერიაში არც იმას ამბობენ, რამდენს უხდიან ბიუჯეტიდან მეგი გოგიტიძეს.
ცნობილია, რომ საერთო ჯამში, 2023 წლის საახალწლო ღონისძიებებისათვის 250 000 ლარია გათვალისწინებული.

ასევე დაგაინტერესებთ