მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე 13 კილოგრამი მარიხუანა აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 13 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა საქართველოს საზღვარზე, მალულად (ავტომობილის საბარგულში თხევადი გაზის ავზში, წინასწარ მოწყობილ სამალავში) შემოჰქონდა. აღნიშნული აკრძალული ნარკოტიკული საშუალება დაპრესილ მდგომარეობაში, 11 პოლიეთილენის შეფუთვაში იყო მოთავსებული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების “არჩევნებში” მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია – არანაირი მესამე გზა არ არსებობს

ლევან ხაბეიშვილი: გავიგეთ, რომ “ბოიკოტში” ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი – აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?!