“მეამამ” იმედზე, რუსთავზე, ჯიდიესზე და პოსტვზე 500 000 + ლარის რეკლამა განათავსა” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
კომუნიკაციების კომისიამ lll-ე კვარტალში ტელევიზიების ყველაზე მსხვილი რეკლამის დამკვეთების სია გამოაქვეყნა. პირველ ადგილზეა “მეამა“, რომელიც აქამდე არ მახსენდება მსხვილ დამკვეთებში. ამ კომპანიამ იმედზე, რუსთავზე, ჯიდიესზე და პოსტვზე 500 000 + ლარის რეკლამა განათავსა. ანუ თითოეულ ამ ტვ–ში მინიმუმ 500 000 ლარის რეკლამა მიიტანა ერთ კვარტალში. ზედა ზღვარი არ ვიცი, მაგრამ მინიმუმ 2 მილიონი ლარი წაიღო მესამე კვარტალში 4 სახელისუფლო არხზე. არასახელისუფლო არხებზე არაფერი დაუხარჯავს კომისიის მონაცემებით. შეუძლებელია ერთ ძღინკიან ყავის კომპანიას ამხელა სატელევიზიო სარეკლამო ბიუჯეტი ქონდეს. რაღაც სხვა ხდება, ანუ უბრალოდ აფინანსებს ქოცების არხებს. იცოდეთ მაინც, რომ მეამას ყავას აღარ გაეკაროთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს