მდინარაძის თქმით, დაწესებულებებში ბომბის არსებობაზე ზარებიც უკრაინას უკავშირდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ბოლო დღეებში სხვადასხვა დაწესებულებაში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებები ს უკავშირდება.
„კიდევ ერთი უცნაური წინასაარჩევნო მოვლენა ეს არის სხვადასხვა დაწესებულებაში შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის თაობაზე. მაგალითად სასამართლოში იყო რამდენიმე ასეთი ფაქტი. რას შეიძლება ეს დავუკავშიროთ. თუ გაქვთ რაიმე მოსაზრება?“, – ჰკითხა ანიკაშვილმა მდინარაძეს.
„მოსაზრებაც მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც „ჰექსოგენიც“ გამოგვიგზავნეს, საიდანაც გარკვეული დაგეგმარებაც მიმდინარეობს. გასაგებია, რომ არაეფექტიანი და არაშედეგიანი, საბედნიეროდ ამ ქვეყნისთვის, მაგრამ მაინც იქითა მხრიდან ბევრი ასეთი ცნობები მოდის, რომლებიც ემთხვევა ხშირ შემთხვევაში ზარის განმხორციელებლების.
ეს არ არის შემთხვევითი. ეს კორელაციაშია, ეს ბმაშია, ეს კავშირშია. რაღაც დაძაბულობის მუხტის შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება იმისთვის, რომ თითქოს სადღაც ბომბია განთავსებული. შემდეგ გარკვეული რესურსის ხარჯვა გვიწევს ამასთან დაკავშირებით. გამნაღმველები მიდიან, ათვალიერებენ, პროტოკოლითაც და ისედაც ვალდებულები ვართ ჩვენ, რომ ნებისმიერი ზარის შემთხვევაში, რაც არ უნდა დარწმუნებულები ვიყოთ და უკვე ვხვდებოდეთ, ვიცოდეთ, ინფორმაციაც გვქონდეს წინასწარ, რომ ახლა შესაძლოა აქა და აქ განხორციელდეს ზარი, მაინც უნდა დავიცვათ ჩვენ ეს პროტოკოლი იმიტომ, რომ უსაფრთხოების ნორმები ამას გულისხმობს.
რესურსი იხარჯება, განსაკუთრებული არაფერი, რომელიც დაგვაზიანოს, რესურსმა რამე გამოგვაცალოს, ძალა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რესურსი რესურსად იხარჯება და არეულობის განცდის შემოტანას ამ უსუსური მცდელობითაც ცდილობენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება „ჰექსოგენს“ 11 სექტემბერს, სუს-მა განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეს სატვირთო მანქანით საქართველოში 2.4 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება შემოჰქონდა, რის გამოც უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს. გამოძიების თანახმად, ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის მოქალაქეს, ავტომანქანის მძღოლს ეკუთვნოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით შემოიტანეს.
სუსი საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანაში უკრაინას ადანაშაულებს

ასევე დაგაინტერესებთ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, მათ შორის ძიუდოისტმა გიგა ტატიაშვილმა და მორაგბე ნიკოლოზ ჟვანიამ სასჯელის ამოწურვის შემდეგ საპატიმრო დატოვეს

„ძლიერი საქართველო“ – “4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“ – ბოიკოტის მომხრე ყველა პარტიის ლიდერის და პოლიტიკოსის ღია მხარდაჭერა უნდა შეფასდეს „პოლიტიკურ ავანტიურად“ – ვიწყებთ ამომრჩეველთან და არჩეულ დეპუტატებთან ერთად აქტიურ მუშაობას