“მდინარაძე ქრთამის აღების ბრალდებით გაათავისუფლეს” – ბესელია

ეკა ბესელია სუს-ის ახალი შეფის, მამუკა მდინარაძის იმ მრავალწლიან გამოცდილებებზე საუბრობს, რომელზეც დღეს ირაკლი ბრიფინგზე ლაპარაკობდა და ტვ პირველთან, ამბობს:
“მდინარაძე ისევე გაუგებარია უსაფრთხოების სამსახურისთვის, როგორც ოხანაშვილი იყო. მრავალწლიანი გამოცდილებაო და რა გამოცდილება, საგამოძიებო ორგანოში გამომძიებლად მუშაობდა, გაათავისუფლეს ქრთამის აღების ბრალდებით. შემდეგ იყო ადვოკატი და იყო იმ რეჟიმის პირობებში ერთ-ერთი შუამავლი ადვოკატი, რომელიც თანამშრომლობდა იმ პერიოდის ძალოვან უწყებებთან. ეს იყო მდინარაძის ბიოგრაფია, ძალიან კარგად იყო აპრობირებული წინა რეჟიმის დროს და მოიყვანეს ჩვენთან 2016 წელს. ასე რომ მის წარსული გამოცდილებაზე ჩვენ მაინც ნუ გვიყვებიან, მე ძალიან კარგად მახსოვს. შესაბამისად ასეთი პერსონა, რომელსაც წონა არ აქვს, ვერ იქნება იმ უწყებისთვის მისაღები”, – ამბობს .

ასევე დაგაინტერესებთ