მდინარაძე რუსულ კანონთან დაკავშირებით სტუდენტურ თვითმმართველობებს ხვდება

დღეს, 11 აპრილს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი , განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად, სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს ხვდება, რათა მათ რუსული კანონის შინაარსი გააცნოს.
შეხვედრა, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, 10 საათზე დაიწყო და მედიისთვის დახურულია.
ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე 8 აპრილს დაარეგისტრირა.