მდინარაძე: პრეზიდენტობის ისეთ კანდიდატს დავასახელებთ, რომელიც გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბრისას თქვა, რომ ეცდებიან “სერიოზული ხარვეზი” აღმოფხვრან და ის დაასახელონ, ვინც “გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს”. ამის შესახებ მან 22 ნოემბერს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.
“შევეცდებით, რომ სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ და პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს”, – თქვა მდინარაძემ და დაამატა, რომ გუნდის შიგნით ბევრი კანდიდატის შესახებ უმსჯელიათ.
მისივე სიტყვებით, ძალიან შემჭიდროებულ ვადებში ისაუბრებენ თავიან კანდიდატზე.
“ჩვენ შეიძლება, უფრო ადრე გავახმოვანოთ საბოლოო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ”, – ამბობს მდინარაძე.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ახალ პრეზიდენტს ქვეყანა, სავარაუდოდ, იანვარში აირჩევს.
მოქმედი პრეზიდენტი, , რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, საყოველთაო ს გზით არჩეული ბოლო პრეზიდენტია.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის და სა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს