მდინარაძე კობახიძის გამოსვლაზე სტვენას დადგმულს და მავნებლობას უწოდებს

„ქართული ოცნების“ ლიდერი დაორგანიზებულ მავნებლობას უწოდებს პრემიერ-მინისტრ კობახიძის გუშინდელი გამოსვლისას მოქალაქეების სტვენას:
„პატარ-პატარა ნეგატიური ამბები, როცა ძალიან ხშირად უპოზიტიურეს ამბებში ჩაეტენება ხოლმე ამას ცუდის მეტი არაფერი მოაქვს. როცა აორგანიზებენ რაღაცას, რომ ვიღაცამ პრემიერის გამოსვლის დროს დაიძახოს და 100 კაცი აყვეს, ეს არის ელემენტარული მავნებლობა. ერთადერთი საკითხი აღმოჩნდა, რომელზეც ერი გაერთიანდა, აქ როგორ უნდა ეძებო რაღაცის დადგმის შანსი,“ — ამბობს მდინარაძე.
გუშინ, 2 ივლისს საქართველოს ეროვნული ნაკრების საზეიმო დახვედრის ღონისძიება გაიმართა. თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები ნაკრების ფეხბურთელების სანახავად მივიდნენ. სპორტსმენების გამოსვლის შემდეგ, სცენაზე პრემიერ-მინისტრი ავიდა, რასაც შეკრებილთა ნაწილის მხრიდან სტვენა და შეძახილები მოჰყვა. მ მიკროფონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადასცა, რა დროსაც სტვენა ტაშითა შეიცვალა.
მოგვიანებით, ირაკლი კობახიძე სცენაზე კვლავ დაბრუნდა, თუმცა ამჯერადაც, მისი გამოსვლის პარალელურად სტვენა ისმოდა.
სცენაზე სხვა პოლიტიკოსი არ გამოჩენილა. მათ შორის, სიტყვით არ გამოსულა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რომელიც პარალელურად „ქართული ოცნების“ დეპუტატიცაა. კობიაშვილი ერთ-ერთი იყო ოცნების იმ დეპუტატებს შორის, რომელმაც რუსული კანონის მიღებას მხარი დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი ხელისუფლებაზე – საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა – ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს