მდინარაძე თვლის, რომ შარდის ანალიზის ჩატარება უხერხულია

“ოცნების” დეპუტატი ნარკოლოგიური შემოწმების საჭიროების გაუქმებას დეპუტატებისთვის და სხვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის ეხმაურება და ამბობს:
მგონია, რომ ამ საკითხზე იქნება საყოველთაო კონსენსუსი იქიდან გამომდინარე, რომ მართლაც შეურაცხმყოფელი ფორმა არის, როდესაც საპარლამენტო სიაში მოხვედრის მსურველებმა უნდა გაიარონ ნარკოტიკული შემოწმება. როგორც კი ერთი კითხვა დაისმევა, პირველი გავვარდები, პირველი მივალ და არა იმ მართლაც უხერხული ფორმით, არამედ თმის ღერით ჩავაბარებ, ვიღაცებისგან განსხვავებით, რომლებიც გერმანიაში გარბოდნენ თავის დროზე და ცოტა უცნაურ კლინიკებში აბარებდნენ ხოლმე თავის დროზე.
მამუკა მდინარაძე არ აკონკროტებს, ყოველი კითხვის დასმისას “გავარდება”, როგორც ამბობს, ანუ ვის კითხვაზე? გააჩნია ვინ დასვამს კითხვას და რამდენჯერ თუ ნებისმიერის დასმულ კითხვის პასუხად ჩაიტარებს ანალიზს? ისევე, როგორ არ ამბობს, რატომ უნდა იყოს დამოკიდებული ნარკოტესტი კითხვის დასმაზე და რაც შეეხება ფორმას, ჩანს, გააზრებულიც არ აქვს, რომ ათასობით ადამიანი, რომელიც ავადმყოფობს და სწორედ ამ ფორმით აბარებს ანალიზსს, არც თუ სასიამოვნოდ მოიხსენია, რბილად რომ ვთქვათ, ან იქნებ, თვლის, რომ დეპუტატი მოქალაქეზე აღმატებულია და ის რაც დეპუტატისთვის უხერხულია, მოქალაქისთვის არ უნდა იყოს უხერხული?

ასევე დაგაინტერესებთ