მდინარაძე ენმ-ზე: ზოგიერთ მათგანს 18-20 წლამდე დედ-მამის გარეშე ეზოში არ უშვებდნენ

ნაცის ადგილზე, მე კაცობაზე არ ვილაპარაკებდი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, რომ ლიდერი ჰყავთ – და ს გუნდის წარმომადგენლებთან პოლემიკაში არ შევიდოდი. ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ ზოგიერთ მათგანს 18-20 წლამდე დედ-მამის გარეშე ეზოში არ უშვებდნენ. ჰოდა, მწამებლები ახლა რა კაცობაზე გველაპარაკებიან – თუ ქვეყანაში რაიმე არაკაცური არსებობს, მათი დანერგილია. სხვა ბიჭების რომ ეშინოდათ, სადარბაზოებში მარტო ვერ ჩადიოდნენ. ბოლო-ბოლო, რა კაცობასა და ვაჟკაცობაზე გველაპარაკებიან, კვირაზე მეტია, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ სიტყვა ვერ დავაცდევინეთ და ვერ გაემიჯნენ. საერთოდ რომელ კაცობაზე და რას ამბობენ.
ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ენმ-ის წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებას. “ნაცი ყოველთვის იქნება ნაცი და ნაცი ყოველთვის იქნება კაცი და თავისი სიტყვის პატრონი – და არა ისეთი მატყუარა და გადამგდები, როგორიც ბიძინა ივანიშვილის პარტია და მთელი მისი შემადგენლობაა” – ასე უპასუხა ბოტკოველმა მდინარაძის განცხადებას.
მდინარაძე სა და ს გაერთიანებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ნაცი ყოველთვის ნაცი იქნება და მათი გადანაცვლება ვერასოდეს მოხდება. “როგორც არ უნდა გაიშალონ, მერე შეიკრან და იბოდიალონ ასე, ვერაფერს მოახერხებენ”. – ამბობს მდინარაძე.