„მდიდარი, ქედმაღალი, ელიტისტი…“ – კონგრესმენი კოენი ივანიშვილთან შეხვედრაზე

დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი (ტენესის წარმომადგენელი) აცხადებს, რომ როდესაც პირველად შეხვდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, უარყოფითი შთაბეჭდილება დარჩა.
მან გაიხსენა, რომ საქართველოში იყო ხელისუფლების ცვლილებისას, 2012 წელს, როდესაც ნახა, როგორი ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილები ქართველები, რომ ხმის მიცემა შეეძლოთ დემოკრატიისათვის, ახალი ხელისუფლებისათვის.
„სასტუმროში ვნახე ბატონი ივანიშვილი. ადამიანებს გარეგნობის მიხედვით არ უნდა განვსჯიდეთ. მაგრამ, უნდა ვაღიაღო, როდესაც პირველად დავინახე, ყველა ეს მახასიათებელი ჰქონდა, რაც მოგვიანებით ილონ მასკს შევამჩნიე, – მაშინ ილონ მასკზე ბევრი არაფერი ვიცოდი“, – თქვა კოენმა და ეს თვისებები ჩამოთვალა:
„მდიდარი, ქედმაღალი, ელიტისტი, დიდი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე. მე ვიფიქრე, ეს არის კარგი ტიპი-მეთქი? მაგრამ მან დიდი უპირატესობით მოიგო … და ეს „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ იქცა“, – განაცხადა კონგრესმენმა.
მან ასევე თქვა, რომ „დასანანია“, რომ სენატს არ მიუღია „მეგობარი აქტი“ და ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები, რაც შესაძლოა ერთ კონკრეტულ ბიზნესთან იყოს დაკავშირებული, რაზეც თქვა, რომ ზუსტად არ იცის.
„დემოკრატების და რესპუბლიკელების ორპარტიული მხარდაჭერა აქვს კანონპროექტს და თითქმის გაუგონარია რომ ასეთი მხარდაჭერის პარალელურად ერთმა ადამიანმა მოახერხა მისი შეჩერება“, – თქვა კონგრესმენმა.
· „მეგობარი აქტის” „ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ (NDAA) ჩართვის გადაწყვეტილებას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ოკლაჰომელი რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი.
· გამოცემა Hill-ის ცნობით, აგვისტოს ბოლოს, – ბოლო წუთს, – მალინმა მოახერხა სენატის უმრავლესობის ლიდერის, რესპუბლიკელი ჯონ ტუნის დარწმუნება, რომ „მეგობარი აქტი“ NDAA-ს პაკეტიდან ამოეღო.
დღეს, 10 სექტემბერს, -ის ჰელსინკის კომისიაში იმართება მორიგი მოსმენა საქართველოს შესახებ.
დღევანდელი მოსმენის სახელწოდებაა „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“.
სხდომა გახნსა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, კომისიის თანათავმჯდომარემ და კიდევ ერთხელ ისაუბრა „ქართული ოცნების“ „ანტიამერიკულ ნაბიჯებზე“, მათ შორის გააკრიტიკა ხელისუფლება ჩინეთთან დაახლობის გამო.
დღეს მომხსენებლები არიან მეხუთე პრეზიდენტი , თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ლუკ კოფი, „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი.
„მოწმეები განიხილავენ აშშ-ის პოლიტიკურ ვარიანტებს, მათ შორის ორპარტიული „MEGOBARI აქტის“ მიღებას ქართველი ხალხის დასახმარებლად, რომლის მიზანიც დამოუკიდებლობისა და აშშ-თან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის შენარჩუნებაა“ – წერია ანონსში.
ფორუმი