,,მგონი საკმაოდ ბევრნი ვერ ხვდებით რასთან გვაქვს საქმე. ვერც პოლიტიკოსები მათ შორის” – გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:
,,მგონი საკმაოდ ბევრნი ვერ ხვდებით რასთან გვაქვს საქმე. ვერც პოლიტიკოსები მათ შორის. გამოდის რომ წლების განმავლობაში ქალაქის წყალმომარაგების მთავარი მაგისტრალის მონიტორინგი არც კი ხორციელდებოდა. ამას თავად აღიარებენ. წყლის მაგისტრალის, მთელი ქალაქი რომ შეიძლება კატასტროფის წინაშე დააყენოს.
ხვდებით ეს რას ნიშნავს – “ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში. „ჯივიპისგან“ დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.
ხელოვნურად ნაყარი მიწის მასა დიდ ფართობზეა გაშლილი, არის მეწყრული და ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას. შესაბამისად, რთულდება როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ტექნიკით მუშაობა”.
ამის შემდეგ ან სემეკი, ან მერია, ან მთავრობა გვეტყვიან, რომ რაიმე სახის პასუხისმგებლობა გააჩნიათ?”

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ვენეციის კომისიის შეფასებები აცდენილია საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს, ვხედავთ მოწოდებას, დავუშვათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, თუ მსგავსი კავშირის სამართლებრივი აღიარება

ანრი ოხანაშვილი – ვიდრე ჩვენთან ოფიციალურ დონეზე არ იქნება საუბარი, ჩვენი მხრიდან კომენტარი არასერიოზული იქნება – დაველოდებით, თუ ვინმეს რაიმე კომუნიკაცია სურს, დღეს და ახლა სანქციების მატარებელი ჩავლილია