“მგონია, რომ არც საქართველო, არც და არც მოლდოვა არ არის მისაბაძი მაგალითი” – აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის კვლევაზე

ოპოზიციაში მიიჩნიათ, რომ ს და მოლდოვას იმ კრიტერიუმებით ჩამოვრჩებით, როგორებიც არის სასამართლო სისტემა და დემოკრატიის ინდექსი.
“თავსებადობის კუთხით იქ წერია, რომ ჩვენ არ ჩამოვრჩებით მოლდოვას და უკრაინას. ჩვენ მხოლოდ ჩამოვრჩებით სასამართლო რეფორმებით, დემოკრატიის ინდექსით, რაც მთავარია ამ სიაში. შესაბამისად, იმაში, რომ ჩვენ სასამართლო არ გვაქვს თავისუფალი და დემოკრატია რომ არ გვაქვს ბოლომდე, ვეთანხმები”, – განაცხადა ენმ-ს წევრმა დავით ხაჯიშვილმა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მისაბაძი ქვეყანა არც უკრაინაა და არც მოლდოვა.
“მგონია, რომ არც საქართველო, არც უკრაინა და არც მოლდოვა არ არის მისაბაძი მაგალითი. სამი ისეთი ქვეყანა, რომელიც ყველაფერს ჩამორჩება სამყაროში ამ თვალსაზრისით და ერთმანეთს რომ ეჯიბრება, ჩემთვის არ წარამოადგენს დიდი ინტერესის საგანს. ჩვენი მისაბაძი მაგალითები დემოკრატიაში, სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემაში, საკუთრების უფლების დაცვაში არც უკრაინა და არც მოლდოვა არ არის. შესაბამისად, მათ ჩამოვრჩებით თუ მათზე წინ ვართ, ეს არანაირ პრინციპულ სხვაობას არ მაძლევს”, – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი მარტა კოსის განცხადებაზე – ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას

სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე, მათ შეისყიდეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ – წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო სრულად მოღალატეობრივი, ჩვენ – ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს