მგზავრების ევაკუაცია პრაღის აეროპორტიდან – შენობაში 5 ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება პოლიციაში შევიდა

პრაღის ვაცლავ ჰაველის აეროპორტიდან გვიან ღამით, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ხალხის გამოყვანა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საღამოს პოლიციამ ანონიმური შეტყობინება მიიღო შენობაში ბომბების არსებობის შესახებ.
ჩეხეთის პოლიციის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ აეროპორტის მე-2 ტერმინალის შენობაში ხუთი ბომბის არსებობის შესახებ პოლიციას, ინგლისურად მოლაპარაკე მამაკაცმა ტელეფონით აცნობა. ევაკუაციის შემდეგ, სამართალდამცველებმა ტერიტორია შეამოწმეს და ადგილზე ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. ამჟამად, პოლიცია ცდილობს დაადგინოს იმ პირის ვინაობა, ვინც ბომბების არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება გააკეთა.
პრაღის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს წინ უძღოდა, პრაღის კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ 21 დეკემბერს მოწყობილი შეიარაღებული თავდასხმა, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეთხუთმეტე თავად თავდამსხმელი იყო, რომელმაც თავი მოიკლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში