მბაპე საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს

France Football-მა წლის ბოლოს გასული სეზონის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელები დაასახელა. პირველ ადგილზე კილიან მბაპე გავიდა, შემდეგ კი უილიამ სალიბა და მაიკ მენიო მოდიან.
“რეალის” ფორვარდმა ეს ტიტული ზედიზედ მეორედ და კარიერაში მეოთხედ მოიგო. ის ამა წლის ზაფხულში პსჟ-იდან მადრიდულ გრანდში უსასყიდლოდ გადავიდა.
მბაპე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ ამ წელს მან ეს სტატუსი დაკარგა.