“მბაპე თუ ჰოლანი? არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია” – რონალდო

ჟურნალისტებმა “ალ ნასრის” ფეხბურთელს კრიშტიანო რონალდოს “მანჩესტერ სიტის” ფორვარდის ერლინ ჰოლანისა და “პარი სენ ჟერმენის” შემტევის კილიან მბაპეს შედარება სთხოვეს.
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის თქმით, მბაპე ჰოლანზე უკეთესი ფეხბურთელია.
“ერლინი ძალიან სწრაფია, გოლების გატანაც შეუძლია, თუმცა როდესაც დე ბრუინი კარიერას დაასრულებს, მისი შედეგიანობაც მოიკლებს. არ გეგონოთ, რომ ერლინს ვაკრიტიკებ, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ფიზიკურადაც მონსტრია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მე გოლების გატანას შემქმნელის გარეშეც ვახერხებდი, ჰოლანმა ეს უნდა ისწავლოს.
რაც შეეხება მბაპეს, ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ საფრანგეთში ძვირფას დროს კარგავს. ვფიქრობ, მადრიდის
“რეალში” აუცილებლად უნდა გადავიდეს. ბელინგემთან და ვინისიუსთან ერთად ბრწყინვალე სამეულს შექმნის. პირადად მე, მბაპე ჰოლანს მირჩევნია, რადგან ფრანგი ბევრად მრავალმხრივი მოთამაშეა”, – განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მბაპემ პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 22 მატჩი გამართა, თავი კი 21 გატანილი გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.
რაც შეეხება ჰოლანს, ნორვეგიელმა მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 19 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

რონალდოს თანაგუნდელმა შოუ მოიპარა – ტელეშის მაგარი გოლი არაბეთის ჩემპიონატში [VIDEO]
რონალდოს ყველაზე ხშირად ეძებდნენ – Google-ის ბოლო 25 წლის სტატისტიკა
“არ მაინტერესებს, თუ მას სხვაზე ნაკლები ტიტული აქვს, ჩემთვის ყველა დროის საუკეთესოა” – ანა მარია მარკოვიჩმა მესისა და რონალდოს შორის არჩევანი გააკეთა