“მბაპე თუ ვინისიუსი?” – პერესმა ცეცხლზე ნავთი დაასხა

გუშინ მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა El Chiringuito TV-ის ჟურნალისტთან, ხოსეპ პედრეროლთან ისაუბრა.
პერესმა არჩევანი “სამეფო კლუბის” ორ ვარსკვლავის, კილიან მბაპესა და ვინისიუს ჟუნიორს შორის გააკეთა.
მოგეხსენებათ, “რეალის” გასახდელში ისედაც არასასიამოვნო სიტუაციაა და მიმდინარე სეზონში ფეხბურთელებს შორის არაერთი კონფლიქტი მოხდა. საუბრობენ იმაზეც, რომ ვინისიუსს გუნდიდან წასვლა სწორედ მბაპეს გამო სურს, რადგან მას პირველობა სურს.
ფლორენტინოს ეს სიტყვები ბრაზილიელ შემტევს ნამდვილად არ გაახარებდა:
“ჩვენ ორი ჩემპიონთა ლიგა ვინისიუსის უდიდესი დამსახურებით მოვიგეთ, მაგრამ უკვე ვთქვი, რომ მის შესაძლო ახალ კონტრაქტზე საჯაროდ არ ვისაუბრებდი.
მბაპე? ის ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია”, – განაცხადა ფლორენტინო პერესმა.
შეგახსენებთ, ვინისიუსს “სამეფო კლუბთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება და ჯერჯერობით მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე ვერ თანხმდებიან.