“მბაპესგან სწორედ ამას ველოდებით” – ანჩელოტი “ლეგანესთან” გამარჯვების შემდეგ

ლა ლიგის 29-ე ტურში “რეალმა” “ლეგანესი” დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა, აღნიშნულ შეხვედრაში “ბლანკოსის” ვარსკვლავმა კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა.
ფრანგმა ჯერ 32-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა, 76-ე წუთზე კი, როცა ანგარიში 2:2 იყო, კილიანმა ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და “რეალს” მოაგებინა.
მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან მბაპე შეაქო და განაცხადა, რომ ფრანგისგან სწორედ ამგვარ თამაშს ელოდება.
“მბაპემ შესანიშნავად ითამაშა და განსხვავება შექმნა. სწორედ ესაა, რასაც მისგან ველოდებით. წინა დღეს ვარჯიშებზე საჯარიმოდან დარტყმაზე ბევრი ივარჯიშა, ამიტომ მატჩის დღეს მას ვენდეთ და გვილიდერა. კილიანისგან
სწორედ ამას ველოდებით”, – განაცხადა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, “რეალი” ლა ლიგას “ბარსელონასთან” ერთად 63 ქულით ლიდერობს, თუმცა “ბლაუგრანას” “ბლანკოსზე” ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში