მბაპემ მადრიდში 18 მილიონ ევროდ სახლი შეიძინა

La Razon-ის ინფორმაციით, კილიან მბაპემ მადრიდში სახლი შეიძინა, რომლის ღირებულებაც 18 მილიონი ევროა.
სახლის არჩევანი განპირობებულია მადრიდის “რეალის” სავარჯიშო ბაზასთან სიახლოვით, მანქანით სულ რაღაც 5 წუთის სავალი გზაა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგმა პსჟ-იდან წასვლა დაადასტურა. მოსალოდნელია, რომ “რეალი” მბაპეს დამატებას ოფიციალურად ევროპის ჩემპიონატამდე დაადასტურებს.