მაჰაჩყალაში ორი აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

მაჰაჩყალაში, მრავალბინიან სახლსა და მობილური კავშირის სალონში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიჭრა. პირველი აფეთქება მოხდა მრავალსართულიან სახლში მიკრორაიონ რედუქტორნიში, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით დაჭრილი ქალი მძიმე მდგომარეობაშია, მამაკაცს საშუალო სიმძიმის ჭრილობები აქვს.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქებით დაზიანდა რამდენიმე ბინა. მთლიანობაში ხელისუფლებამ 150-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. ვიდეოზე ჩანს, რომ სახლში, სადაც მოხდა აფეთქება, დანგრეულია ფასადი, ჩამსხვრეულია მეზობელი საცხოვრებელი სახლებისა და ეზოში მდგარი ავტომანქანების მინები.
ხელისუფლებამ ინციდენტის მიზეზად დაასახელა გაზის აფეთქება. მერიაში იტყობინებიან, რომ სახლი, რომელშიც მოხდა აფეთქება, არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული. მასში არ უნდა ეცხოვრათ ადამიანებს. უფრო მეტიც – შენობა შედიოდა უკანონოდ აგებულთა რეესტრში.
მოგვიანებით აფეთქება მოხდა მაჰაჩყალის მობილური კავშირის სალონში.
რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავდა ოთხი ადამიანი, სამის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს