მაჯედ ალ-ანსარი: ვადასტურებთ, რომ კატარი იტოვებს საერთაშორისო სამართალთან შესაბამისად ამ უტიფარი აგრესიის ბუნებისა და მასშტაბის ტოლფასი პასუხის გაცემის უფლებას

ირანმა კატარში -ს ავიაბაზის, ალ-უდეიდის ბაზის, მიმართულებით, ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის თავდასხმა დაგმო და აღნიშნა, რომ კატარი პასუხის გაცემის უფლებას იტოვებს.
“კატარის სახელმწიფო მტკიცედ გმობს ირანის რევოლუციური გვარდიის თავდასხმას, რომელმაც მიზანში ალ-უდეიდის ავიაბაზა ჰქონდა ამოღებული. ამას კატარის სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი საჰაერო სივრცის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის შემზარავ დარღვევად მივიჩნევთ. ვადასტურებთ, რომ კატარი იტოვებს საერთაშორისო სამართალთან შესაბამისად ამ უტიფარი აგრესიის ბუნებისა და მასშტაბის ტოლფასი პასუხის გაცემის უფლებას.
კატარის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა თავდასხმა ჩაშალეს და ირანული რაკეტები ჩამოაგდეს. თავდასხმის გარემოებების შესახებ დეტალურ განცხადებას მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრო გაავრცელებს.
ასევე ხაზს ვუსვამთ, რომ ასეთი ესკალაციური სამხედრო ქმედებების გაგრძელება რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ძირს გამოუთხრის და ჩაითრევს სიტუაციებში, რომლებსაც საერთაშორისო მშვიდობისთვისა და უსაფრთხოებისთვის კატასტროფული შედეგები შეიძლება ჰქონდეს.
ყველა სამხედრო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების მაგიდაზე და დიალოგისთვის დაბრუნებისკენ მოვუწოდებთ.
გარდა ამისა, კატარის სახელმწიფო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც რეგიონში ს ესკალაციის საფრთხეებზე საუბრობდა. თანმიმდევრულად მოვუწოდებდით, რომ დიპლომატიური გამოსავლებს მიენიჭოს პრიორიტეტი და კეთილმეზობლობისა და ესკალაციისთვის თავის არიდების მნიშვნელობას ხაზს ვუსვამდით.
ხელახლა ვადასტურებთ, რომ დიალოგი ახლანდელი კრიზისი გადალახვისა და რეგიონის უსაფრთხოებისა და მისი ხალხის მშვიდობის უზრუნველსაყოფად ერთადერთი გზა არის.
მანამდე, ბაზის ევაკუაცია მოხდა რეგიონში დაძაბულობის გათვალისწინებით დამკვიდრებული უსაფრთხოებისა და წინასწარი სიფრთხილის ზომების შესაბამისად. ყველა საჭირო ნაბიჯი გადაიდგა, რათა ბაზის პერსონალის, მათ შორის კატარის შეიარაღებული ძალების წევრების, მეგობრული ძალებისა და სხვათა უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ყოფილიყო. ვადასტურებთ, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და არ დაღუპულა”. – წერს კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მაჯედ ალ-ანსარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს