მახსოვს 27 ელჩის დემარში, რომ სააკაშვილს სჭირდა დემენცია და კვდებოდა ციხეში, ამის შემდეგ მოხდა სასწაული, ის დემენციით დაავადებული პირველი პაციენტია, რომელიც განიკურნა, შესაბამისად, ასეთი მარტივი ტყუილები და სპეკულაციები აღარავის უკვირს

მახსოვს 27 ელჩის დემარში, რომ სააკაშვილს სჭირდა დემენცია და კვდებოდა ციხეში, ამის შემდეგ მოხდა სასწაული, ის დემენციით დაავადებული პირველი პაციენტია, რომელიც განიკურნა, შესაბამისად, ასეთი მარტივი ტყუილები და სპეკულაციები აღარავის უკვირს
მე მახსოვს არა 17, არამედ 27 ელჩის დემარში იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილს სჭირდა დემენცია და კვდებოდა ციხეში, ამის შემდეგ ვნახეთ, მოხდა სასწაული, პირველი პაციენტია დემენციით დაავადებული, რომელიც განიკურნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მსგავს განცხადებებს ფასი აღარ აქვს.
„27 ელჩი მივიდა დემარშით იუსტიციის მინისტრთან. ეს იქნებოდა ანეგდოტი, იუმორი, რომ არა სინამდვილე. რეალურად 27 ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება ამ კონკრეტული საბაბით. 17-ს კიდევ არაუშავს 27-დან შედარებით. ეს არის კონტექსტი. ფასი აღარ აქვს უკვე არაფერს. 17 კი არა, 27 ქვეყნის წარმომადგენელი რაღაცას რომ ამბობს, შეიძლება, ეს იყოს სრული ტყუილი, თან შეგნებული ტყუილი. ყველამ იცოდა, რომ არაფერი ხდებოდა, მაგრამ რეალურად 27 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლის – ელჩის დემარში ვიხილეთ ჩვენ საქართველოში სააკაშვილთან დაკავშირებით. შესაბამისად, ასეთი მარტივი ტყუილები და სპეკულაციები აღარავის უკვირს“, -განაცხადა მ.
Next: გათხოვილ კაცებზე “ღადაობით” უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი? – ძალიან ამოვარდა დიფ აგენტურა კალაპოტიდან

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში