პარტია „დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც ციხეში კახა კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით ჩასვეს, რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას აფასებს და წერს:
„სამართალს ვერ გაექცევი, ამის ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა. მახსოვს ყველა „ქოცის“, ყველა პროპაგანდისტის ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, უტიფრობა, „გაპრავება“, დაჭერები, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე როგორ იზეიმა სიმართლემ სტრასბურგის სასამართლოში. 20 ივნისის საქმეზე მიღებული ეს გადაწყვეტილება, დაზარალებულების გაუტეხელობის დიდი დამსახურებაა. რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ეკუთვნის საია-ს და ყველა იურისტს, ვინც ამ საქმეზე იმუშავა. გარდა 20 ივნისისა, ეს გადაწყვეტილება არის დიდი იარაღი დღევანდელი ბრძოლისთვის – სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე. ეს არის ძლიერი საერთაშორისო პოლიტიკური იარაღი, რომელსაც, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ, მათ შორის, ქიმიური იარაღის საქმეში. ბოლომდე!“
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.




