მახაჩევის საუკეთესო ხუთეული: ილია მე-5, მერაბი P4P-ს მიღმა, ისლამი 1-ლი

მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა, ადინ როსთან პოდკასტში UFC-ის ორგანიზაციაში ამჟამად 5 საუკეთესო მებრძოლი დაასახელა. “P4P რეიტინგში რას შევცვლიდი? პირველ ადგილზე მე დავდგებოდი, შემდეგ პანტოჟა, ტომ ასპინალი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი და ილია თოფურია”.
რადიკალურად განსხვავებულია UFC-ის აზრი საუკეთესო მებრძოლებზე. მოგეხსენებათ, პირველ ადგილს ილია თოფურია იკავებს, შემდეგ ისლამ მახაჩევი მოდის. სამეულს კი მერაბ დვალიშვილი, ხამზატ ჩიმაევი და ალექს პანტოჟა იკავებენ.
რაც შეეხება მახაჩევს, დაღესტნელ მებრძოლს 16 ნოემბერს ქვესაშუალო წონის ქამრისთვის ჯეკ დელა მადონინასთან ბრძოლა ელოდება.
“ილია თოფურიას სახეს დავუნგრევ” – პიმბლეტის მორიგი განცხადება “ელ მატადორზე”
მახაჩევმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც ილია თოფურიასთან ბრძოლას თავს არიდებს
“ვფიქრობ, მერაბის და უმარის რემატჩი უნდა შედგეს, რადგან თანაბარი ბრძოლა იყო” – ამერიკელი ჟურნალისტი