“მახაჩევთან საბრძოლველად ვემზადები, მაგრამ მას ჩემი ეშინია” – ილია თოფურიას მომდევნო მეტოქის შესახებ ჰკითხეს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს დაესახელებინა სავარაუდო მეტოქეები, რომლებთანაც უახლოეს პერიოდში ბრძოლას გამართავს. თოფურიას თქმით, მისი მომდევნო მეტოქე ისლამ მახაჩევი ან ჩარლზ ოლივეირა იქნება.
“არ ვიცი, ჩემი მომდევნო მეტოქის შესახებ UFC-ი რაიმეს როდის გამოაცხადებს. რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ვემზადები და ნებისმიერ მეტოქეს მივიღებ.
ვემზადები თუ არა ისლამ მახაჩევისთვის? დიახ, მასთან საბრძოლველად ვემზადები. ვნახოთ, რა მოხდება. ჩემი ვარჯიშის გეგმა მისთვის და ოლივეირასთვისაა შედგენილი, რადგან ამ მომენტში სხვა ვარიანტი არ არსებობს. თუმცა ჩემს წინააღმდეგ ოქტაგონზე
გამოსვლას ვერც ერთი ბედავს.
გაუგონარ მიზეზებს იგონებენ, ამბობენ, რომ ჩემპიონი იჩხუბებს მასთან, ვისაც თავად აირჩევს და იმასაც ამბობენ, რომ მსუბუქი დივიზიონისთვის პატარა ვარ და აქ ყოფნა არ დამიმსახურებია, მაგრამ რეალურად, ეშინიათ. მესმის, მათ ადგილას რომ ვიყო, მეც შემეშინდებოდა”, – განაცხადა თოფურიამ ალვარო კოლმენეროსთან ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში