მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ხვალ, საზეიმო წირვა აღევლინება

ხვალ, 19 ნოემბერს, 10:00 საათზე, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.
ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად „ღვთისმშობლის წილხვედრი ხატის“ ასლის მოგზაურობა საქართველოს ეპარქიებში 13 ივლისს დაიწყო.
ხატის მოგზაურობა დასრულდა და 19 ნოემბერს ხატი მახათას მთაზე ღვთისმშობლის ტაძარში დაბრძანდება. მომლოცველებს შეეძლებათ „ღვთისმშობლის წილხვედრი ხატის“ ასლის მოლოცვა.

ასევე დაგაინტერესებთ