მაჭარაშვილი გაწერელიაზე: უკრაინა რატომ არ უნდა დაელაპარაკოს გაცვლაზე? იქ იბრძვის

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა, ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა “პროვოკაციული” უწოდა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც რუსეთში დაკავებულ ქართველ მებრძოლს, მამუკა გაწერელიას ეხებოდა.
პარლამენტში ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რას გააკეთებს ხელისუფლება ში მებრძოლი ქართველის დასახმარებლად, რომელიც გუშინ რუსეთში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა?
მან კვლავ გაიმეორა ქართული ოცნების მესიჯ ბოქსი, რომ საქართველო “სამხედრო ინტერვენციაში არ ჩაერევა”.
მაჭარაშვილის აზრით, რადგან გაწერელია უკრაინაში იბრძვის, ამ საკითხზე რუსეთს უკრაინის ხელისუფლება უნდა დაელაპარაკოს.
“უკრაინაში ბრძოლობს ეს ადამიანი და უკრაინის ხელისუფლება რატომ არ უნდა დაელაპარაკოს გაცვლაზე? თქვენ კარგად იცით, რომ ეს საკითხი არის ისეთი საკითხი, რომელიც არაერთხელ იქნა განხილულ. ამიტომ ასეთ პროვოკაციულ კითხვებზე პასუხები არ იქნება ჩვენი მხრიდან. ის, რომ ჩვენ სამხედრო ინტერვენციაში არ ჩავერთვებით უკრაინაში, ეს დადასტურებულია. ეს არამხოლოდ ჩვენი, არამედ შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წერების მხრიდანაა დადასტურებული, რომ ისინი არ აპირებენ სამხედრო ინტერვენციაში ჩაერთონ უკრაინაში და თქვენ გინდათ, ასეთ მოწყვლად ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო და ასევე, ს მხრიდან ოკუპირებული, რომ სამხედრო ინტერვენცია განვახორციელოთ რუსეთის წინააღმდეგ და ეს არ იქნება”- თქვა მაჭარაშვილმა.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, დაეხმარებიან თუ არა მას, მაჭარაშვილმა უპასუხა: “პასუხი გაგეცით”.
რუსეთმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 22 წლის ქართველ მებრძოლს მამუკა გაწერელიას, რომელიც უკრაინაში იბრძოდა და რუსეთის ტყვეობაში იყო ჩავარდნილი.
ე.წ. სასამართლოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მამუკა გაწერელიას ბრალად ედება “მარიუპოლში, რუსეთის ოთხი სამხედრო მოსამსახურისთვის ცეცხლის გახსნა, რომელთაგანაც 3 გარდაიცვალა”.
მამუკა გაწერელია მარიუპოლის მცველებს შორის იყო და აზოვსტალი ბოლო მომენტამდე არ დაუტოვებია. ის ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა, როცა რუსეთის ალყაში მოქცეულმა უკრაინის არმიის ქვედანაყოფმა, პრეზიდენტ ს ბრძანებით, აზოვსტალი დატოვეს.
მამუკა გაწერელია საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროა. ის უკრაინაში 2022 წლიდან გაემგზავრა.