“მაცდენენ და სხვებსაც აცდენენ, რა მოხდა და როგორ მოიპარეს არჩევნები, ამით სავსეა ინტერნეტი” – ზურა ჯაფარიძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება

არჩევნების გაყალბების საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. როგორც ზურა ჯაფარიძემ სასამართლოში მისვლისას განაცხადა ს გაყალბებასთან დაკავშირებით, არაერთი მტკიცებულება არსებობს და სურვილის შემთხვევაში ამის დადგენა უპრობლემოდ მოხდებოდა.
“რასაც ესენი აკეთებენ, არის ის რომ მე მაცდენენ და სხვებსაც აცდენენ და მაგაში გაჰყავთ დრო და ფიქრობენ, რომ ამით ვინმეს შეაშინებენ. რა მოხდა არჩევნებზე და როგორ მოიპარეს არჩევნები, ამით სავსეა ინტერნეტი. თუ ვინმეს მართლა აინტერესებს, ამის გამოძიება პრობლემა არაა და არც მტკიცებულებების მოკვლევაა პრობლემა. მათ შორის ანგარიშები დაიწერა არაერთი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა არჩევნებზე.” – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
არჩევნების გაყალბების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ ძლიერი საქართველოსა და “გახარია საქართველოსთვის” ლიდერები.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს