მაცარი ნეაპოლში გუნდთან ერთად არ დაბრუნდა

“რომასთან” წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ, “ნაპოლის” მწვრთნელს ვალტერ მაცარის პრესკონფერენციაზე დიდხანს მოუწია ჟურნალისტებთან საუბარი და გუნდს ავტობუსით ვერ გაჰყვა. calciomercato იტყობინება, რომ ის ნეაპოლში ტაქსით დაბრუნდა.
ძნელი სათქმელია, არ დაელოდნენ მაცარის თუ მისი ავტობუსში არყოფნა ვერ შეამჩნიეს, მაგრამ ფაქტია, გუნდის თავკაცს სხვა ტრანსპორტით მგზავრობა მოუწია და გამოცემა წერს, რომ 29 დეკემბერს “მონცასთან” საშინაო მატჩისას “დიეგო მარადონაზე” კიდევ უფრო მეტი ნერვიულობა ელის, რადგან ამდენი წარუმატებლობის გამო, შეიძლება გულშემატკივრებმა ობსტრუქცია მოუწყონ.