“ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი ვიქტორ ოსიმენს ესაუბრა და უთხრა, რომ ახალი გუნდის აწყობას მის გარშემო გეგმავს, ამის შესახებ La Reppublica იტყობინება.
წყაროს ცნობით, ნიგერიელმა 61 წლის სპეციალისტს განუცხადა, რომ ძალიან მოტივირებულია და მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება.
“მაცარის ოსიმენთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა, ნიგერიელი სპორტდარბაზში ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, სერია A-ს მომდევნო ტურში “ატალანტასთან” გასამართ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.
მწვრთნელი მისი ფიზიკური კონდიციებით დაინტერესდა და აუხსნა, რომ ახალი გუნდის აწყობას მის გარშემო გეგმავს, ნიგერიელმა მწვრთნელს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა,
რომ მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ოსიმენი ბარძაყის ტრავმის გამო “ნაპოლის” თვეზე მეტია ვერ ეხმარება.