“მაცარი არასწორ პოზიციაზე ათამაშებს” – ფერარამ კვარაცხელიაზე ისაუბრა

“იუვენტუსისა” და “ნაპოლის” ყოფილმა მცველმა ჩირო ფერარამ Dazn-თან ინტერვიუში “პარტენოპეის” გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
ფერარას თქმით, კვარაცხელია შეტევის ფლანგზე ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე სხვა პოზიციაზე.
“კვარაცხელია თავდამსხმელის უკან? ჩემთვის ის ყველაზე ეფექტური გარემარბის პოზიციაზეა. მნიშვნელოვანია, რომ ჰყავდეს ფორვარდი, რომელსაც საგოლე პასებით მოამარაგებს და სიღრმიდან შეტევა შეეძლება.
მიუხედავად ამისა, ქართველის პოზიცია მეტოქეზეა დამოკიდებული. “კვარას” გააჩნია უნარი, რომ ხაზებს შორის იმოქმედოს”, – განაცხადა ფერარამ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 30 მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი
გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში