მაცარის სიტყვებმა “კვარა” გააგიჟა – ცნობილია რა უთხრა იტალიელმა სპეციალისტმა მატჩის დაწყებამდე ქართველს

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი სერია A-ს მე-13 ტურში “ატალანტასა” და “ნაპოლის” (1:2) დაპირისპირებას გამოეხმაურა. კამერებს არ გამორჩენიათ, რომ მატჩის შემდეგ თავის ახალ მწვრთნელს ვალტერ მაცარის გადაეხვია.
როგორც გამოცემა იტყობინება, 62 წლის სპეციალისტსა და ქართველს შორის მატჩის წინ ემოციური საუბარი შედგა, მაცარიმ ხვიჩას უთხრა, რომ ზედმეტი არ ენერვიულა, უბრალოდ მოედანზე გასულიყო და ეთამაშა.
“უბრალოდ გადი და ითამაშე, არაფერზე იფიქრო”, – უთხრა გამოცდილმა მწვრთნელმა ახალგაზრდა გარემარბს.
შეგახსენებთ, ხვიჩამ აღნიშნულ შეხვედრაში თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.