მაშინ, როცა მთელ ევროპაში ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაცია იყო, ჩვენ შარშან მოვახერხეთ და დავწიეთ ფასები – ირაკლი ღარიბაშვილი

ფასებს და ინფლაციის საკითხებს რაც შეეხება, მაშინ, როცა მთელ ევროპაში ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაცია იყო, ჩვენ შარშან მოვახერხეთ და დავწიეთ ფასები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივთან შეხვედრა გამართა.
ღარიბაშვილის თქმით, პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით შარშან იყო მთელი კამპანია და შედეგად, წლის ბოლოს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა ჩამოვიდა.
„რაც შეეხება ფასებს და ინფლაციის საკითხებს, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, ჩემი და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ძალისხმევით, შარშან შევძელით ინფლაციის მკვეთრი კლება. მაშინ, როცა ინფლაცია ევროპაში ჯერ კიდევ ორნიშნა იყო, მთელ ევროპაში და დიდი გამოწვევა იყო ფასები, ინფლაციური საკითხები, ტენდენციები, ჩვენ მოვახერხეთ ფასების დაწევა. გახსოვთ მთელი კამპანია. ჯერ მარტო მედიკამენტებზე დაიწია ფასებმა 40-60 პროცენტით. შედეგად, 400 მლნ ლარის ეკონომია ნახა ხალხმა. ფასები ჩვენ დავწიეთ სურსათზე, პროდუქტებზე. შარშან გვქონდა მთელი კამპანია ამასთან დაკავშირებით და შედეგად მივიღეთ, რომ წლის ბოლოს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა ჩამოვიდა. გავიგე, სადღაც შეიძლება, უფრო იაფია, მაგრამ დარმწუნებული ვარ, ამაზე მთავრობა გააგრძელებს მუშაობას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ „გამჭვირვალობის კანონი“ პოლიტიკურ ურთიერთობაში არამართლზომიერი ჩარევის და დაჩრდილული ველების ადგილს არ დატოვებს, ეს კიდევ უფრო გაზრდის პარტნიორობის, ნდობის და თანამშრომლობის ხარისხს საქართველოსა და აშშ-ს შორის

“ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, უნდა დასანქცირდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში?” – ღარიბაშვილის სკანდალური განცხადება