“მაშინ გურამ კაშიას სოლიდარობას რომ ვუცხადებდით გვაგინებდნენ ახლა ტაშს უკრავენ” – ინგრა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს წერს და წლების წინ გადაღებულ თავის ფოტოს ავრცელებს, სადაც ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას გამოსახულებით მაისური აქვს მორგებული.

ჟურნალისტი იხსენებს, რომ ამ კონკრეტული, გურამ კაშიას მხარდამჭერი გადაცემის გამო, ბევრი დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მიიღო.

“ეს ის სურათია, წლების წინ, აქციებს რომ უწყობდნენ კაპიტანს და არანორმალურად ლანძღავდნენ, ჩემს სწორ პოზიციას რომ გამახსენებს მუდამ მიხარია, რომ ის ხალხიც კი, ვინც მაშინ ყველას უშვერი სიტყვებით გვაგინებდა, გურამ კაშიას სოლიდარობას რომ ვუცხადებდით , დღეს ეროვნული ნაკრების და მისი კაპიტანის წარმატებას ტაშს უკრავს… ასე ალაგებს ხოლმე ცხოვრება ყველაფერს თავის ადგილზე, როცა დრო გადის… მოთმინებაა მთავარი. რა კარგი რამეა არქივი.

2017 წელია თუ არ ვცდები… ფოტო გურამ კაშიას მხარდასაჭერი გადაცემიდანაა, მაშინ იმდენი მაგინეს ამ გადაცემის, მაისურის და გურამის სოლიდარობის გამო, არასოდეს მაგ დოზით რომ არ მიმიღია შეურაცხყოფა. ახლა მეღიმება … ხო, მაშინ ის ხალხიც დუმდა ან ილანძღებოდა, დღეს საფეხბურთო დისკუსიებშიც პოლიტიკურად რომ გვასწავლის ჭკუას“- წერს ინგა გრიგოლია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია იუბილარია. მას დღეს 37 წელი შეუსრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ