მაშველებმა ტეხასში დაკარგულთა ძებნა შეაჩერეს კვლავ მოსალოდნელი წყალდიდობის გამო

სამაშველო ჯგუფებმა 13 ივლისის დილით შეაჩერეს -ის ტეხასის შტატის ცენტრალურ ნაწილში კატასტროფული წყალდიდობის დროს დაკარგულების ძებნა. მიზეზი კვლავ წყალდიდობის საშიშროებაა, რომელიც შეიძლება ახალ წვიმებს მოჰყვეს.
თვის დასაწყისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ძებნა შეჩერდა ამინდის გაუარესების გამო.
ინგრამის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა სამაშველო ჯგუფებს უბრძანეს კერის რაიონში, მდინარე გუადალუპეს დერეფნის დაუყოვნებლივი ევაკუაცია შემდგომ შეტყობინებამდე და გააფრთხილეს ისინი, რომ სწრაფი წყალდიდობის მაღალი ალბათობა არსებობს.

სამძებრო-სამაშველო ჯგუფები ეძებენ 4 ივლისს მომხდარი წყალდიდობის დროს დაკარგულებს. სულ მცირე, 129 ადამიანი დაიღუპა და 170-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.

13 ივლისს ძლიერი წვიმის გამო, ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის სინოპტიკოსების გაფრთხილებით, დღის მეორე
ნახევარში მოსალოდნელი იყო მდინარე გუადალუპეს ადიდება თითქმის ხუთი მეტრით, რაც აღემატება წყლის წინა ადიდების დონეს და საკმარისია იმისთვის, რომ ჰანტთან ახლოს მდებარე 39-ე გზატკეცილის ხიდი წყლის ქვეშ აღმოჩნდეს.

“მრავალი მეორე კატეგორიის გზა და ხიდი დაიტბორა და ვითარება ძალიან საშიშია“, – ნათქვამია მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებაში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?