მაშველებმა იპოვეს მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი

10-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა იპოვეს თბილისში, მდინარე მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
თბილისში, მდინარე მტკვარში ავტომობილი 14 მაისს გადავარდა. ავტომანქანაში მყოფი ოთხი ადამიანიდან ერთმა გადმოსვლა მოასწრო და მაშველების დახმარებით მდინარიდან ამოვიდა. ორის ცხედარი მეორე დღეს, 15 მაისს იპოვეს. იმავე დღეს ამოიტანეს მდინარის ფსკერიდან ავტომობილიც.
პოლიციამ 14 მაისს დააკავა 23 წლის კაცი, რომელიც -ს ცნობით, ავტომობილით დაეჯახა სხვა ავტომობილს, რომელიც მტკვარში გადავარდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს