მაშანტაჟებენ და ალექსეის საიდუმლოდ დაკრძალვას მთხოვენ – ნავალნის დედა

ალექსეი ნავალნის დედა ლუდმილა ნავალნაია აცხადებს, რომ მისცეს უფლება ენახა საკუთარი შვილის ცხედარი, თუმცა გამომძიებლები საიდუმლო დაკრძალვის ორგანიზებას ითხოვენ. ამის შესახებ ლუდმილა ნავალნაია ვიდეომიმართვაში აცხადებს.
“კანონით მათ დაუყოვნებლივ უნდა გადმოეცათ ჩემთვის ალექსეის ცხედარი, თუმცა ეს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ამის ნაცვლად მაშანტაჟებენ, მიყენებენ პირობებს, სად, როდის და როგორ უნდა დაიკრძალოს ალექსეის ცხედარი. ეს უკანონოა. მათ სურთ მიმიყვანონ საფლავთან და მითხრან, აქაა დაკრძალული თქვენი შვილი. მე ამაზე თანახმა არ ვარ. მე მინდა რომ თქვენც, ვისთვისაც ალექსეი ძვირფასია, ვისთვისაც მისი სიკვდილი პირად ტრაგედია იქცა – გქონდეთ საშუალება გამოემშვიდობოთ მას”, – აცხადებს ნავალნის დედა დასძენს, რომ მას გამომძიებლები ემუქრებიან, რომ თუ არ დათანხმდება საიდუმლოდ დაკრძალვის პირობას, ცხედარს რაღაცას უზამენ.
15 თებერვალს ს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“) განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი დაიღუპა.
ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.
ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის, სა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.
2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის მ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.
2020 წელს მისი მკვლელობა მოწამვლით სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა, ის აეროპორტშივე დააპატიმრეს. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ უკანონოდ გამოაცხადა.
ციხეში ყოფნისას ნავალნი დასჯის მიზნით მუდმივად გადაჰყავდათ საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი დედაქალაქისგან ასეულობით კილომეტრში, რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.