მაღრაძე სააკაშვილზე: „ვივამედში“ წესით არ უნდა გაუჭირდეთ ჩემი პასუხის აღსრულება”

„ვივამედში“ წესით არ უნდა გაუჭირდეთ ჩემი პასუხის აღსრულება. ჩემი პასუხი კი არის „აბი, გლუკოზა!“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორი, პოეტი , საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს მიერ ჰიმნის ტექსტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, უცნაურია, როცა მის დაწერილ ტექსტზე ამბობენ, რომ მისი დაწერილი არაა.
„უცნაურია, მაგრამ რაც ჩემი დაწერილი არ არის – ლექსი, რომელიც ეძღვნება ბიძინა ივანიშვილს; ლექსი, რომელიც ეძღვნება ჯაბა იოსელიანს; იმაზე დაჟინებით მეუბნებოდნენ, რომ ჩემი დაწერილია. ხოლო რაც ჩემი დაწერილია, იმაზე მეუბნებიან, რომ ჩემი დაწერილი არ არის. რაც შეეხება ექსპრეზიდენტის ბოლო განცხადებას „ვივამედში“ წესით არ უნდა გაუჭირდეთ ჩემი პასუხის აღსრულება. ჩემი პასუხი კი არის „აბი, გლუკოზა!“, – აცხადებს მაღრაძე.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ჰიმნში თავისუფლების შესახებ მთავარი სიტყვები მისი დაწერილია.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი ხელისუფლებაზე – საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა – ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს

„ლელო“ – ხელისუფლებამ ქვეყანა მიზანმიმართულად შეიყვანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში – დღეს ჩვენ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღის მომსწრენი გავხდით