მაღაროელებმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან გადაინაცვლეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან მსვლელობით წამოსულმა მაღაროელებმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთან გადაინაცვლეს.
მათი თქმით, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ჭიათურაში მიმდინარე პროტესტით უნდა დაინტერესდეს და პრობლემა შესაბამისად უნდა გააშუქოს.
ასევე აქციის მონაწილეები „საზოგადოებრივი მაუწყებლისგან“ ითხოვენ, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა, პირდაპირ ეთერში თავიანთ პრობლემებზე ხმამაღლა ისაუბრონ.
ცნობისთვის, მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში 28 თებერვალს დაიწყო და მას შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს. დღეს კი მაღაროელებმა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადმოინაცვლეს და მთავრობას აღნიშნული პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს