„მაღალი შეხვედრების” ეს ფორმატი, ისევე როგორც ევრორეზოლუციების მიღება ევროპარლამენტის ცარიელ დარბაზში, როგორც გუშინდელი, ასევე დღევანდელი ნაცსექტის მაქსიმუმია

„მაღალი შეხვედრების” ეს ფორმატი, ისევე როგორც ევრორეზოლუციების მიღება ევროპარლამენტის ცარიელ დარბაზში, როგორც გუშინდელი, ასევე დღევანდელი ნაცსექტის მაქსიმუმია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უცხო ქვეყნებში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების – პეტრე ცისკარიშვილისა და ლევან სანიკიძის შეხვედრებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტი 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტს იხსენებს, სადაც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები EU-ს თავმჯდომარე ქვეყანას სთვის სანქციების დაწესებას სთხოვდნენ.
„მაქსიმუმ, რასაც შეჯერდა მაშინ ქართული დელეგაცია – ლადო გურგენიძის რიგითი შეხვედრა ხავიერ სოლანასთან, თუმცა არა ევროსაბჭოს რეზიდენციაში, სადაც ქართველი პრემიერი უბრალოდ არ შეუშვეს, არამედ სასტუმროს ფოიეში, ფაქტობრივად “ქუჩაში”- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის შეხვედრების ეს ფორმატი მაქსიმუმია. „რა გამახსენდა… 2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ (ოკუპირებული რეგიონების ე.წ. “დამოუკიდებლობის” აღიარება) ერთ კვირაში, ბრიუსელში გაემგზავრა ქართული სამთავრობო დელეგაცია და იმ მომენტისთვის, EU-ს თავმჯდომარე ქვეყანას – საფრანგეთს სთხოვა სთვის სანქციების დაწესება.
საინტერესოა, რომ საქართველოს დელეგაცია ამ სამიტზე, რომელიც მიმდინარეობდა სარკოზის დევიზით: “საქართველო არაა ევროპის ნაწილი” – წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ლადო გურგენიძის, ეკა ტყეშელაშვილის და თემურ იაკობაშვილის სახით, მიუხედავად ევროსაბჭოს მკაცრი ვერდიქტისა, რომ “საქართველოს ოფიციალური პირები სამიტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ!”. მაქსიმუმ, რასაც შეჯერდა მაშინ ქართული დელეგაცია – ლადო გურგენიძის რიგითი შეხვედრა ხავიერ სოლანასთან, თუმცა არა ევროსაბჭოს რეზიდენციაში, სადაც ქართველი პრემიერი უბრალოდ არ შეუშვეს, არამედ სასტუმროს ფოიეში, ფაქტობრივად “ქუჩაში”.
როგორც ჩანს, “მაღალი შეხვედრების” ეს ფორმატი, ისევე როგორც ევრორეზოლუციების მიღება ევროპარლამენტის ცარიელ დარბაზში, თუ პირდაპირი ჩართვები -ს “კონგრესის” საპირფარეშოს ფონზე, როგორც გუშინდელი, ასევე დღევანდელი ნაცსექტის მაქსიმუმია…“- წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაპირების მიუხედავად, რომ ელჩი აღარ გადადგამდა მარგინალურ და დიპლომატიურ ნორმებთან შეუთავსებელ ნაბიჯებს, ბატონი ფიშერი გუშინ ისევ რუსთაველზე გამოჩნდა და რადიკალების მიმართ სიმპათია საჯაროდ გამოხატა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

იტალიური გამოცემა Verita-ს ცნობით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი მოსალოდნელი იყო, როგორც ჩანს, ამ ფაქტის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ არის ევროინტეგრაციის გზაზე