მატყუარა, თუ უვიცი? – “ვარწმუნებდი კანცლერს” – კობახიძის არგუმენტები და შოლცის პასუხები

რუსული კანონი იყო ერთ–ერთი მთავარი სასაუბრო თემა პრემიერ ირაკლი სა და გერმანიის კანცლერს შორის. შოლცის მთავარ კრიტიკულ გზავნილებზე საჯაროდ პასუხის გაცემისას, ამბობს, რომ ის უმტკიცებდა შოლცს, რომ ამ კანონის მიზანი გამჭვირვალობაა. თუმცა, როგორც ჩანს, ვერ დაუმტკიცა, ან როგორ დაუმტკიცებდა, როცა დასავლეთის გრანტები ისედაც გამჭვირვალეა და როცა ქვეყანა, რომლის მიწაზეც ამწუთებშიც ავლებს მავთულხლართებს , ღიად ამბობს, რომ დასავლეთის გრანტებს ებრძვის.
“კანონი ეფუძნება სამართლებრივ პრინციპებს. მე ვუმტკიცებდი ამას ბატონ კანცლერს” – ამბობს კობახიძე.
შოლცმა განაცხადა, რომ “ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის.”
ასევე, კობახიძე ამბობს, რომ იგი ცდილობდა შოლცი იმაშიც დაერწმუნებია, რომ მსგავსი კანონი ევროკავშირსაც აქვს, მაგრამ ამაზეც, მას შოლცმა, რომელმაც, სავარაუდოდ, ძალიან კარგად იცის ევროკავშირის კანონდებლობა და ისიც, რომელი მტრულად განწყობილი ქვეყნების მიმართ მოქმედებს ევროკავშირის რიგ ქვეყნებში ეს კანონი, რომლის მთავარი მიზანიც უსაფრთხოებაა და არა მეგობრების და პარტნიორების წინააღმდეგ ბარიერები, უპასუხა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირს არ აქვს.
ამ ორი განცხადების მიხედვით, შოლცმა კობახიძეს მატყუარა უწოდა, თუ უვიცი – ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდვია.
კობახიძე იმასაც ამბობს, რომ საქართველო რეკომენდაციების ფარგლებში რეფორმებს ახორციელებს, თუმცა, პარტნიორები რატომ საუბრობენ მაშინ სასამართლოს რეფორმის არქონაზე, ან ამ რუსული კანონის მიღება რანაირად ჯდება ევროკავშირის რეკომენდაციებში, ამას არ ამბობს.
მე დავუდასტურე ფედერალურ კანცლერს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული ღირებულებისათვის. საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება და ისე, რომ როგორც კანცლერმა 2 წლის წინ ძალიან სწორად აღნიშნა, ევროკავშირისა, რომელიც თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს. ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმათა პროცესს და ვაკეთებთ ამას ევროკომისიის მიერ დაფიქსირებული რეკომენდაციის ფარგლებში და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს, – თქვა კობახიძემ. ცნობისთვის, შოლცმა რეფორმებზე საუბრისას ახსენა დეოლიგარქიზაციის რეფორმა, სასამართლო რეფორმა და სამართლიანი არჩევნები, რაც თავის მხრივ, საარჩევნო კანონსაც ეხება. როგორ აპირებს კობახიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ რეკომენდაციებს შეასრულებს, ამ რეფორმების გატარებას, უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის