ქართული მოდის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა – მატილდა გვარელიანი იტალიური ლუქს-ბრენდის, Emilio Pucci-ს სარეკლამო სახე გახდა. ემილიო პუჩი ცნობილია თავისი ენერგიული ფერებით, ფსიქოდელიური პრინტებითა და არქიტექტურულად გამოკვეთილი სილუეტებით. ბრენდი, რომელიც დაარსდა დიზაინერ Emilio Pucci-ს მიერ, ათწლეულებია ასოცირდება იტალიურ გლამურთან, თავისუფლებასთან და ზღვისპირა ესთეტიკასთან. მისი ვიზუალური ენა ყოველთვის იყო თამამი, დინამიკური და დაუვიწყარი.

მატილდა გვარელიანის არჩევა ამ ბრენდის სახედ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის საერთაშორისო პოტენციალს. მისი ვიზუალი – დახვეწილი, მაგრამ ამავე დროს ძლიერი და თანამედროვე – ორგანულად ერწყმის პუჩის ესთეტიკას. კამპანიაში მატილდა ზუსტად იმ ენერგიას გამოხატავს, რაც პუჩის დნმ-შია ჩადებული: მოძრაობა, ფერი და თავდაჯერებულობა.





