მატერაცი და ტრეზეგე რუსეთში ევროპის ჩემპიონატის ექსპერტად იმუშავებენ

isport.ua-ს ინფორმაციით, ვეტერანი ფეხბურთელები მარკო მატერაცი და დავიდ ტრეზეგე ს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალებზე ერთ-ერთ ტელეარხზე ექსპერტებად იმუშავებენ.
იტალიელმა სოციალური ქსელის მეშვეობით ვიდეოც გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მოსკოვში მიდის.
“გამარჯობა. მე მარკო მატერაცი ვარ, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. მალე მოსკოვში გნახავთ. შეხვედრამდე”, – ამბობს მატერაცი.
ინფორმაციისთვის, რუსეთის ში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილია.