„მას მერე, რაც კანონი მიიღეს, მოთხოვნა შეიცვალა და გახდა: არა რუსულ მთავრობას!” – ნიკა გვარამია

„მას მერე, რაც კანონი მიიღეს, მოთხოვნა შეიცვალა და გახდა: არა რუსულ მთავრობას!” –
კანცელარიასთან მისულმა “ახალის” თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა:
ს უნდა ჩავხედო თვალებში და უნდა დაველაპარაკო. დღეს მან პარლამენტის მერე განგვიცხადა, რომ საქართველო დაიხურა როგორც ქვეყანა. თუ არ შეგვხდება, თუ-ზე იფიქროს კობახიძემ…
მორჩენილი ამბავია, თუ არ არსებობს, შეიცვლება ხელისუფლება. საქართველოს მიზანი და მიმართულება არ შეიცვლება. წერტილია აქ. შეიცვლება კობახიძე და ივანიშვილი. რაც უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, მით უკეთესი მათთვის და ქვეყნისთვისაც. თუ არა, მაშინ ქვეყანა მაინც გადარჩება – მათი პრობლემა უკვე მათი ამოსახსნელი იქნება. შენი ხალხის არ უნდა გეშინოდეს.
თქვენ არ გინახავთ ხელისუფლებები წასული? თუ უკვე გადავეჩვიეთ საქართველოში ხელისუფლების წასვლას?! ჩვენ არ გადავჩვეულვართ, გვახსოვს ნებაყოფლობით წასული ხელისუფლება. ბევრი არა, ერთი, მაგრამ მაინც გვახსოვს. ესენი წავლენ, აუცილებლად. სხვანაირად არ გამოვა. არა რუსულ მთავრობას. როგორც გინდათ, ახლა ისე გაიგეთ და ისე იგულისხმეთ. მას მერე, რაც კანონი მიიღეს, მოთხოვნა შეიცვალა და გახდა: არა რუსულ მთავრობას!”

ასევე დაგაინტერესებთ