,,მასხრად აიგდეთ ბებიათქვენები!“ – ნინო ჯანგირაშვილი

,,კავკასიის” დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
,,ვინმემ, ვინც აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ან ვინც მოუწოდებს არჩევნებში მონაწილეობისკენ, ამიხსნას:
1. წესი, რომლის წყალობით ოცნებამ ფურცელზე დაწერილი პირადი ნომრებით მიაცემინა ხმა კარუსელებით ათასობით ადამიანს და დაიმატა ასობით ათასი ხმა, შეიცვალა? ადგილობრივ არჩევნებზე ვეღარ დაიწერს ამ წესით ხმებს? ვეღარ გახსნის ქოლცენტრებს, ვეღარ წაართმევს ხალხს პირადობებს, ვეღარ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, ტერორს და მოსყიდვას?
2. 2024–ის ს შემდეგ მიღებულმა კანონებმა ოფიციალურად გასანადგურებელ სამიზნედ გამოაცხადა მედია, არასამთავრობოები, აქტივისტები, რეპრესიები დაკანონდა და რეჟიმი უფრო სასტიკი გახდა. თუ 2024 –ში ვერ შევძელით ს გაყალბებისგან დაცვა, 2025–ში როგორ ვიცავთ?
ახსენით, ვინ როგორ და რატომ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და რისი იმედი გაქვთ ან მონაწილეებს, ან იმათ, ვინც მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
თუ ამ კითხვაზე პასუხები არ გაქვთ ყველას შეგიძლიათ წახვიდეთ რუსკი კარაბლის და ახლა უკვე რუსული სტრატეგიული ავიაციის მესამედის მიმართულებით.
მასხრად აიგდეთ ბებიათქვენები!“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“