მასწავლებელ მანანა ჯავაშვილს სასამართლომ ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელი, ვალდორფის თავისუფალი სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებელი მანანა ჯავაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე, კობა ჩაგუნავამ ჯავაშვილს ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
მასწავლებელს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებოდა.